Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით დაავადებული კიდევ 4  პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 128-მდე გაიზარდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თანახმად, გარდაცვლილთაგან 2 ბათუმში მკურნალობდა, 2 თბილისში.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, მკვეთრად მოიმატა სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

XS
SM
MD
LG