Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმებს კორონავირუსზე ყოველ 72 საათში დატესტავენ


​ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ექიმებს კორონავირუსზე უფრო ხშირად შეამოწმებენ, ვიდრე ეს მანამდე პროტოკოლით იყო გათვალისწინებული. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ პაციენტებთან, ორი კვირის ნაცვლად 72 საათში ერთხელ დაიტესტებიან.

"ეს დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ისე ინფექციის მართვაში", - თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272 პირამდე გაიზარდა, მათგან 6 538 უკვე გამოჯანმრთელდა, 92 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა.

XS
SM
MD
LG