Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მეტროს საბურთალოს ხაზი ხარვეზებით მუშაობს

მეტროს საბურთალოს ხაზი ხარვეზებით მუშაობს


თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზის ორი სადგური, "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" დილიდან არ გახსნილა. ამ მიზეზით მეორე ხაზზე მატარებლები "სადგურის მოედნიდან" მხოლოდ "დელისამდე" მოძრაობენ.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. კომპანიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს, დაეკონკრეტებინათ, თუ რა ტიპის ხარვეზია - სადენები დაზიანდა, მატარებელი გაფუჭდა თუ რა კონკრეტულად რა მიზეზია.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" განმარტავენ, რომ მათი ტექნიკური ჯგუფი ხარვეზის აღმოსაფხვრელად გასულია.

თბილისში მეტრო მუშაობას დილით, 06:00 საათზე იწყებს და ღამით, 00:00 საათამდე მუშაობს.

XS
SM
MD
LG