"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს, რომ გორში, პირველადი მონაცემებით, სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს. ინფორმაცია კომპანიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც 48 ბავშვის წყლით შესაძლო ინტოქსიკაციაზე გავრცელდა ინფორმაცია.
"გაერთიანებული წყალომარაგების კომაპნია განაგრძობს წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი. პარალელურად, სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან, რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი", - აცხადებენ კომპანიაში.
გასული ორი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" ინტოქსიკაციის სიმპტომებით 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს. თავდაპირველად "გაერთიანებულ წყალმომარაგებელ კომპანიაში" გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ.