Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო წვრთნებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც მოიცვა


საარქივო ფოტო: გუდაუთის რუსული ბაზის სამხედროები
საარქივო ფოტო: გუდაუთის რუსული ბაზის სამხედროები

რუსეთის სტრატეგიული სამხედრო სწავლება „კავკასია 2020“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მიმდინარეობს. აფხაზეთში წებელდის და ნაგვალოუს პოლიგონებზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - ძარცემის პოლიგონზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში რუს სამხედროებთან ერთად მონაწილეობენ „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები“.

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქსა და შავ და კასპიის ზღვებზე 21 სექტემბერს დაიწყო სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2020“, რომელშიც 80 ათასამდე სამხედრო პირი მონაწილეობს. მათ შორის ეროვნული გვარდიის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური დანაყოფებიც. რუსების გარდა, წვრთნებში ჩართულია ათასამდე სამხედრო სომხეთიდან, ბელარუსიდან, ჩინეთიდან, მიანმიდან და პაკისტანიდან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლებისას დამუშავდება რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოთა კოალიციის ძალების გამოყენების საკითხები.

XS
SM
MD
LG