პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ!" - წერს ჩაკვიანი საკუთარ ფეისუბკზე.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 87-ით გაიზარდა.
ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.