Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 აგვისტოდან აჭარაში ნამყოფ პედაგოგებს პრემიერი შინ დარჩენას ურჩევს


პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულებების თანამშროლებს, თუ ისინი 15 აგვისტოსდან აჭარაში არიან ნამყოფი, ურჩევს სამსახურში არ მივიდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ეს განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა,რომელსაც დღეს მედია არ ესწრებოდა.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო - განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან,“- განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მედია დღევანდელ სხდომას არ დაასწრეს შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ცალკეულ მედიასაშუალებებში არსებული შესაძლო რისკებიდან გამომდინარე. შესაბამისად მთავრობის სხდომის გაშუქებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

მთავრობის ადმინისტრაციაში დამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაიწყება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. რისი გეგმაც შემუშავებულია.

საჯარო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასაწავლებლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება.

სასწავლი წლის დაწყებამდე, კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირებისკენ, ხელისუფლებას პარტია "ევროპულმა საქართველომაც" მოუწოდა. პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ, 8 აგვისტოს ინიციტივის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 57-ით გაიზარდა და 1830 შეადგინა.

თებერვლიდან მოყოლებული, ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე მაქსიმალურ მაჩვენებლად ითვლებოდა 8 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 45-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ამ დროისათვის საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი, გარდაცვლილია 19.

XS
SM
MD
LG