Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდ 19 აჭარაში - ოპტიმისტური ვარაუდი, პესიმისტური სურათი


9 სექტემბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აჭარა კორონავირუსის გავრცელების მზარდი მაჩვენებლით წითელ ზონად გამოცხადდა, ინფიცირებულების რიცხვმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია - ბათუმში 25 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ერთ დღეში, მთლიანად ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების ნახევარზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ საკოორდინაციო საბჭომ წესები გაამკაცრა, რეგიონის ან ბათუმის ჩაკეტვის აუცილებლობაზე ხელისუფლება არ საუბრობს: „ზოგადად ჩაკეტვის წესი მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც, უკვე აღარ არის, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. დღეს მსოფლიოში კორონავირუსის

მართვის ბალანსირებული პოლიტიკაა: ერთი მხრივ, სწრაფი გამოვლენა, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება, იზოლირება და მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გაძლიერება“ - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

თუმცა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, გაართმევს თუ არა ამ გამოწვევას თავს განვითარებადი ქვეყნის, მით უფრო რეგიონის ჯანდაცვის სისტემა, ისევე როგორც ამას განვითარებული ქვეყანა იზამდა.

8 სექტემბერს გამოჩნდა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, არ იყო მზად პაციენტთა მზარდი ნაკადის მისაღებად.

ბათუმის ცენტრალური საავადმყოფო
ბათუმის ცენტრალური საავადმყოფო

სახელმწიფო ბალანსზე არსებული საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ რამდენჯერმე გაიმეორა ამის შესახებ და დაადასტურა, რომ კლინიკაში სასმელი წყლისა და სადეზინფექციო საშუალებების პრობლემა მართლაც შეიქმნა, როგორც ამას ერთ ერთი ინფიცირებული პაციენტი აცხადებდა.

„ვიცი, რომ პრეტენზიები აქვთ. ამას ჩვენც არ ველოდით. გვყავდა 20-22 პაციენტი და დღის განმავლობაში შემოდიოდა 1-2-ი. ბოლო დღეებში კი 20-23 როცა შემოვიდა ვერ დავხვდით

გიორგი კიკაბიძე, ბათუმის ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი
გიორგი კიკაბიძე, ბათუმის ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი

სათანადოდ. მაგრამ ონკანში რომ წყალი მოდის მღვრიე, ეს კლინიკის ბრალი არაა და პრეტენზიები წყალკანალთან. არ უარვყოფთ რომ ხარვეზებია, მაგრამ გამოვასწორებთ. “- უთხრა ჟურნალისტებს გიორგი კიკაბიძემ. დღეს 9 სექტემბერს კი განაცხადა, რომ პრობლემები გამოსწორდა.

„გუშინ შექმნილი პრობლემები გამოწვეული იყო მოულოდნელად ბევრი პაციენტის შემოსვლით. 25 პაციენტის მიღება ერთ დღეში - ეს არაა ჩვეულებრივი სომატური პაციენტის მიღება. თითოეულს განსაკუთრებული დახვედრა და მომზადება უნდა. დროს მოითხოვს. გუშინდელი გამოსწორდა და შედარებით გაუმჯობესდა: სადეზინფექციო ხსნარები პალატებში უკვე შევიტანეთ და დღეს სასმელი წყალი პაციენტებს ბოთლებით დაურიგდებათ“- თქვა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გიორგი კიკაბიძემ.

დღესვე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 უსიმპტომო პაციენტი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კარანტინში გადავიდა. კლინიკაში მკურნალობს 115 პაციენტი. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სულ 170 ინფიცირებულის მკურნალობის შესაძლებლობა აქვს და 27 სასუნთქი აპარატი.

აჭარის მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მთავრობის თავმჯდომარემ და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულეს.

აჭარაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე და ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებაზე დღეს დილით აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა თვქა, რომ კლინიკაში მენეჯმენტის გადაწყობა მიმდინარეობს. რადიო თავისულფების კითხვაზე, არის თუ არა რეგიონში უკონტროლო შიდაგადაცემა, რუსუდან შავუიშვილმა გვიპასუხა, რომ რისკი მომატებულია, თუმცა მომავალ დღეებში გავრცელების შემცირებას ელიან:

„გადაცემის რისკები უდავოდ მომატებულია. ეს მოყვა ყველა რეკომენდაციის დარღვევას და უგელებელყოფას:ტრანსპორტში გადაადგილებისას, საჯარო სივრცეებში თავმოყრის გამო. დაშვებულზე მეტი ადამინი იყრიდა თავს. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ზრდამდე. ჯერჯერობით ჩვენ ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვაქვს. გვაქვს ოპტიმისტური ვარაუდი, რომ ამ კვირის განმავლობაში ტემპი კლებისკენ წავა“ - თქვა რუსუდან შავიშვილმა

ვიდრე ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდება, ბათუმში ინფიცირების შემთხვევბი მზარდია. სექტემბრის პირველი რიცხვებიდან კორონავირუსის გამო ეტაპობრივად დაიკეტა საკონდიტრო „დონა“ „სქართველოს ბანკის“ სოლოს ოფისი, ხოფის ბაზრობა, იუსტიციის სახლი, დღეს კი - ბათუმის სამშობიარო სახლი. სადაც ინფიცირებულია 5 თანამშრომელი.

ხოფის ბაზრობა, ბათუმი
ხოფის ბაზრობა, ბათუმი

ბათუმში დღეს გამოვლენილი 25 ახალი შემხვევიდან 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია. 7 - ი კი ე.წ. ხოფის ბაზრობის კლასტერია. ქალაქის ყველაზე დიდ ბაზრობაზე 3 ათასზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული. კრორნავირუსის უფასო ტესტირებისთვის კიდევ ერთი კარავი დღეს სწორედ ხოფის ბაზრობასთან განთავსდა.

XS
SM
MD
LG