Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის პარტია წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს


ლევან გოგიჩაიშვილი
ლევან გოგიჩაიშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს.

„ჩვენი პარტია, ბუნებრივია, პაუზას იღებს, რადგან უპირველესი არის ჩვენი საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა“, - აცხადებენ პარტიაში და ამატებენ, რომ თანაპარტიელები, რომელთაც დეპუტატთან ჰქონდათ უშუალო კონტაქტი 6 სექტემბრის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ. უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს.

განცხადების თანახმად, პარტიის ჩატარებულ ღონისძიებებში - 6 სექტემბერს ქუთაისსა და 8 სექტემბერს თბილისში, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ 9 სექტემბერს. დეპუტატის ინფიცირების მიუხედავად, პარლამენტი მუშაობას განაგრძობს.

9 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ საქართველოში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 1773 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.

XS
SM
MD
LG