Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა


"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა

"ევროპულმა საქართველომ" საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. პარტიამ 22 სამაჟორიტარო ოლქიდან კანდიდატები ჯერ მხოლოდ 14-ში დაასახელა.

საკუთარი კანდიდატები გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ თავად წარადგინეს. საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

პარტიის კანდიდატები არიან:

  1. ფოთი, ხობი და სენაკი - გიგა ბოკერია;
  2. ზუგდიდი - გიგი უგულავა;
  3. ზესტაფონი, ბაღდადი, თერჯოლა და ტყიბული - გიგი წერეთელი;
  4. ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - ტარიელ ნაკაიძე;
  5. რუსთავი - ირმა ნადირაშვილი;
  6. ქუთაისი - ოთარ კახიძე;
  7. საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - სერგო რატიანი;
  8. თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - ზურა ჭიაბერაშვილი;
  9. გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო - გიორგი ღვინიაშვილი;
  10. ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური - ხათუნა გოგორიშვილი;
  11. მარნეული და გარდაბანი - აჰმედ იმამკულიევი;
  12. ახალქალაქი და ნინოწმინდა - არსენ კარაპეტიანი;
  13. აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - ლელა ქებურია;
  14. სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - აკაკი ბობოხიძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებისთვის:

  1. ბათუმი - ვახტანგ კალოიანი;
  2. ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - თემურ კახიძე.

საქართველოში სულ 30 სამაჟორიტარო ოლქია, მათგან 8 თბილისში, დანარჩენი კი რეგიონებში. ოპოზიციის ერთი ნაწილი თბილისში საერთო კანდიდატების დასახელებაზე შეთანხმდა.

XS
SM
MD
LG