Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ზაზა გახელაძის საქმეზე სისხლის სამართლის ორ მუხლს ასახელებს


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი გახსნილად აცხადებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საქმეს. განცხადებაში ნახსენებია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა“.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მაქსიმალური აჟიოტაჟის გამოწვევის მიზნით საქართველოს მთავრობა ფარისევლურად იყენებს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს იმით, რომ მათ განცხადებებს პოლიტიზებულ კონტექსტში აქვეყნებს.

11 ივლისს დე ფაქტო კაგებეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ზაზა გახელაძის მიერ 8 გასროლის შესახებ იყო საუბარი, რუსეთის საგარეო უწყებამ უკვე ორი გასროლაც დაამატა. ქვემოჭალელები კი აცხადებენ, რომ ზაზა გამოცდილი მონადირეა და მას სროლა რომ დაეწყო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს არ ააცილებდა. გარდა ამისა, იმ დღით ზაზასთან ერთად მისი მეგობარი კობა ფარესაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გზაზე ოდნავ ჩამორჩა. ფარესაშვილმა ერთი გასროლის ხმა გაიგონა და იქიდან გამოქცევა მოახერხა. ქვემოჭალელების თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩასაფრებულმა ე.წ. მესაზღვრეებმა ზაზას ერთხელ ესროლეს და ფეხში დაჭრეს.

XS
SM
MD
LG