Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა


სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში, რომლის უშუალო სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აპრილში დაიწყეს ე.წ. საზღვრის მონიშვნა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ქეთევან ციხელაშვილი ტახტისძირის მოსახლეობას შეხვდა, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და თქვა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას.

ტახტისძირთან „ბორდერიზაცია“ დაგმეს ევროკავშირმა, ეუთომ, აშშ-მა და საქართველოს სხვა პარტნიორებმა. ამას თბილისის პროპაგანდის შედეგი უწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომელიც აცხადებს, რომ „საზღვარი“ ოსურ სოფელ ხუმთასთან გაჰყავს.

XS
SM
MD
LG