Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რეგიონებში დაუშვეს დღე-ღამეში სამი საათით მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება

რეგიონებში დაუშვეს დღე-ღამეში სამი საათით მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება


თელავისა და გურჯაანის მერიების ინფორმაციით, 27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც, მათი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები (არაუმეტეს 3 პირი პირბადით). სხვა შემთხვევის დროს დაუკავშირდით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზს.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სრული შეზღუდვა საქართველოს მასშტაბით 27 აპრილიდან მოიხსნება.

XS
SM
MD
LG