პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის საკარანტინო ზონებში 21 მარტს იძულებით 10 ადამიანი გადაიყვანა.
თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, სულ 190 ადამიანია გადაყვანილი.
22 მარტის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში სულ 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარულ მეთვალყურეობას კი 291 გადის.
ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 54 ადამიანი, სამი გამოჯანმრთელდა.
21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.