Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 20% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას


NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა უმეტესობა, 20% მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს.

13% აცხადებს, რომ არჩევნებში მხარს დაუჭერდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. „ევროპულ საქართველოს“ მომხრე 8%-ია. მას 5%-ით მოსდევს ლეიბორისტული პარტია. 4%-მა განაცხადა, რომ ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“. „გირჩისთვის“ ხმის მიცემის სურვილი 2%-მა გამოთქვა.

მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ანალოგიურ კითხვაზე 17%-მა უპასუხა, რომ ხმას მისცემდა "ქართულ ოცნებას". 14%-მა კი თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ისინი მხარს დაუჭერდნენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა.

XS
SM
MD
LG