Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მწვანე სკოლაში“ პერსონალური მონაცემების შესაძლო გამჟღავნებას სწავლობენ


სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები „მწვანე სკოლაში“ მივიდნენ. უწყების წარმომადგენლები დაინტერესებული არიან გაარკვიონ რამდენად იყო სკოლაში დაცული არასრულწლოვანი მოსწავლეების პერსონალური მონაცემები. სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ვინაიდან სკოლიდან მოხდა მოსწავლეთა პერსონალური ინფორმაციის მოპოვება და შემდეგ გასაჯაროება, ისინი დაინტერესებული არიან ინფორმაციის შესწავლით.

„ვინაიდან გამოიკვეთა სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაციის მოპოვების, შენახვის, მათ შორის გავრცელების წესების დარღვევების ნიშნები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შეისწვლოს სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება“, - განაცახდა ინსპექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა.

მისი სიტყვებით გატარებული ღონიძიებების და შედეგების შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით შეატყობინებენ, როდესაც შემოწმების შედეგებს მიიღებენ.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

XS
SM
MD
LG