Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ანაკლიის განვითრების კონსორციუმი" საპარლამენტო მოსმენისთვის მზად არის


"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმის წარმომადგენლები მზად არიან, ვალდებულებების ფარგლებში მივიდნენ საქართველოს პარლამენტში და ღიად ისაუბრონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტსა და მის მნიშვნელობაზე.

ახვლედიანის თქმით, სასურველია პარლამენტში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების მისვლაც, რადგან ერთობლივი მოსმენა გაცილებით საქმიანი იქნება.

„არის დაბრკოლებები, რომლებიც ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ. მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. გვინდა, რომ გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. მიდის მიმოწერა, ინფორმაციის გაცვლა მთავრობასთან და შეხვედრების დაგეგმვა“, - უთხრა 22 ოქტომბერს ჟურნალისტებს ლევან ახვლედიანმა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმში“ მონაწილეობს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე მიიწვიეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა.

15 ოქტომბერს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თუ დღის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შუალედურ ვალდებულებებს, მთავრობას ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება.

თავის მხრივ, კონსორციუმმა უარი თქვა სამინისტროსთვის დოკუმენტების წარდგენაზე და მთავრობა მხარდაჭერის ნაცვლად საბოტაჟში დაადანაშაულა.

16 ოქტომბერს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადა წლის ბოლომდე გაუგრძელა.

XS
SM
MD
LG