ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში ბათუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტმიოლერის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ნატოს და ევროკავშირის ეგიდით საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებს შეეხო.
ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს, 4 ოქტომბერს დასრულდება.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.