Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია "ფორმულა" მაუწყებლობას იწყებს


დღეს, 1 ოქტომბერს, მაუწყებლობას იწყებს ტელეკომპანია „ფორმულა“. არხის ყურება მაყურებელს შეუძლია როგორც ე.წ. სახლის ანტენებით, ასევე ე.წ. საკაბელო ტელევიზიებით. „ფორმულა“ განთავსდება ასევე myvideo.ge-სა და სილქნეტის ქსელში.

ტელეკომპანია „ფორმულის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერში 5 ოქტომბრიდან გავა და მის ნახვას მაყურებელი ყოველდღიურად 20 საათზე შეძლებს. 7 ოქტომბრიდან დაიწყება დილის გადაცემა. 25 ოქტომბრიდან „ფორმულის“ ეთერში გავა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“.

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია 29 აგვისტოს მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დანარჩენ 49%-ს თანაბრად ინაწილებენ: მიშა მშვილდაძე - 12.25%; ირაკლი საღინაძე - 12.25%; გიორგი ლიფონავა - 12.25%; ზუკა გუმბარიძე - 12.25%.

XS
SM
MD
LG