„Don't make the world champion Lukhumi Chkhvimiani angry“ (არ გააბრაზოთ მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი) - ასე გამოეხმაურა ევროპის ძიუდოს კავშირი (EJU) საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრის - ლუხუმ ჩხვიმიანის ტრიუმფს, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ევროპის ძიუდოს კავშირმა ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ სახალისო სტატუსს ჩხვიმიანის ფოტოც დაურთო, მინაწერით - „WHO HAS EATEN MY KHACHAPURI?” (ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური?).
ლუხუმ ჩხვიმიანმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 25 აგვისტოს მოიპოვა, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე.