ისლანდიაში გაიმართა მყინვარ ოკიეკუდლთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია. 700 წლის მყინვარისგან ვულკანის თავზე მხოლოდ ყინულის ნაჭერი დარჩა. მეცნიერები ოკიეკუდლის დადნობის მიზეზად კლიმატის შეცვლას ასახელებენ.
გამოთხოვების ცერემონიაში მონაწილეობდა ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოუტირიც. მან რეიკიავიკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ვულკანზე დადგა მემორიალური დაფა წარწერით: „ოკიეკუდლი - ისლანდიის პირველი მყინვარი, რომელმაც ეს სტატუსი დაკარგა. უახლოეს 200 წელიწადში ასეთივე ბედი ელის ყველა ჩვენ მყინვარს.“
ოკიეკუდლი მკვდრად გამოცხადდა ჯერ კიდევ 2014 წელს, მას შემდეგ, რაც მყინვარმა მოძრაობის უნარი დაკარგა.