Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია: თავისუფლება, ან პატიმრობა -  არ გადავიხდი არანაირ გირაოს, რაღაც ეჟვანს ვერ შემაბამთ


მთავარ პროკურატურაში ბრალის დადგენილების გასაცნობად მისული „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არ აპირებს არც გირაოს გადახდას და არც შინა პატიმრობაზეა თანახმა. „ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა“, - ამბობს გვარამია.

როგორც ის ამბობს, ყველა ნორმის დასარღვევად მზად არის, მაგრამ „რაღაც ეჟვანს“ ვერ შეაბამენ.

ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ მან წითელი ხაზი უკვე ორჯერ გადაკვეთა, მის წინააღმდეგ კორუფციის შესახებ ბრალდება მეორედ ისმის.

„მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში და არამხოლოდ, მე ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ. საკუთარი მაგალითით ვცდილობ დავამკვიდრო სტერეოტიპი რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი, მაგარი ტიპი, მაგრამ არ იპარავდე. ერთხელ მან გადაკვეთა ეს ხაზი და ვერაფერი დაამტკიცა“, - თქვა გვარამიამ.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ხელმძღვანელი ივანიშვილის შესახებ შემდეგ სიტყვებს ამბობს: „ივანიშვილს ელის განადგურება და და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე. ვიქნები მის მიმართ ბევრად მოწყალე ვიდრე მას წარმოუდგენია“.

გვარამია ამბობს, რომ არ აპირებს მხოლოდ სატელევიზიო საქმიანობით შემოიფარგლოს, არამედ მონაწილეობის მიღებას გეგმავს სხვა პლატფორმებშიც.

„მე წავალ პოლიტიკაშიც, საზოგადოებრივ პლატფორმებშიც მივიღებ მონაწილეობას“, - აცხადებს გვარამია.

XS
SM
MD
LG