დავით ფარადაშვილი ერთ-ერთია 20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავებულთაგან, რომელიც საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დავით ფარადაშვილს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიღებული და მართვით სუნთქვაზე კვირაზე მეტი დროის განმავლობაში იყო.
30 ივლისს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით ფარადაშვილი მკურნალობას გერმანიაში განაგრძობს და მან უკვე დატოვა საქართველო.
20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავდა 240 ადამიანი, მათგან 80 პოლიციელი, 34 ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. ორმა დაშავებულმა თვალი დაკარგა.
საზღვარგარეთ დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის სულ 11 პაციენტი გაემგზავრა. მათგან 10-მა მკურნალობის კურსი დაასრულა, ერთი კი ამ დრომდე ისრაელის კლინიკაში რჩება.
20 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და მოქალაქეები შს მინისტრის გადადგომას, დაკავებულების გამოშვებას და იმ პოლიციელების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც დარბევისას ძალას გადააამეტეს.