ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორედ მოიგო ჰამბურგის ტურნირი.
ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის ფინალში რუსი ანდრეი რუბლევი დაამარცხა.
მან სამი სეტიდან ორი მოიგო. პირველი სეტი - ანგარიშით 6:3 და გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მეორე სეტში თავად დამარცხდა – 4:6. მესამე, ბოლო სეტში ნიკოლაზ ბასილაშვილმა რუსი მეტოქი დაამარცხა ანგარიშით 7:5, რაც გადამწყვეტი ბრძოლა აღმოჩნდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩემპიონის ტიტულთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა.