Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა


საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, აგრეთვე აქციაზე დაკავებულ პირებს, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ეს გადაწყვეტილება შაბათ საღამოს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა.

ჯავახიშვილსა და დათაშვილს ბრალი გუშინ წარედგინათ, ოქრუაშვილს - დღეს. მისი ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებებში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია.

ოქრუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის 25 ივლისს დააკავეს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე.

XS
SM
MD
LG