Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სოხუმი აცხადებს, რომ აეროპორტს რუსეთმა კოდი მიანიჭა - თბილისი ამბობს რომ ფრენები მაინც ვერ შედგება

სოხუმი აცხადებს, რომ აეროპორტს რუსეთმა კოდი მიანიჭა - თბილისი ამბობს რომ ფრენები მაინც ვერ შედგება


„სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება საქართველოს საავიაციო ხელისუფლების ნებართვის გარეშე“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. 26 ივლისს სოხუმში განაცხადეს, რომ ქალაქის აეროპორტს მიენიჭა კოდი URAS, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონის ნაწილად გამოაცხადა. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ცნობით, კოდი აეროპორტისთვის არავის მიუნიჭებია, რადგან ეს მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) შეუძლია, ეს ორგანიზაცია კი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა: „როგორც კი გაჩნდა სიტყვა „როსტოვი“, თავში მოგდის აზრი - „ხომ არ ნიშნავს ეს სუვერენიტეტის დაკარგვას?“ რუსეთმა ჩვენ თავად გვაღიარა და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ შევდგეთ“. სოხუმი აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გამოყენებაზე ლაპარაკობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ ვერც ერთი ავიაკომპანია ვერ განახორციელებს საერთაშორისო ფრენებს, ვიდრე ამის შესახებ გადაწყვეტილებას ქართული მხარე არ მიიღებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოხუმში ფრენები არღვევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს და საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

XS
SM
MD
LG