Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს


პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონ ლარის გირაოს მოითხოვს - ამის შესახებ რადიო თავსუფლებას უთხრა ხაზარაძის და ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ.

მისი თქმით, დაცვის პოზიციაა, რომ გამოყენებული არ უნდა იყოს აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა.

პროკურატურამ დღეს, 26 ივლისს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სხდომა 16 საათზეა დანიშნული.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წაუყენა. პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.“

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და თავისი სიმართლის დამტკიცებას აპირებენ. მამუკა ხაზარაძე, რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადამფუძნებელიცაა, აცხადებს, რომ ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებისკენ.

XS
SM
MD
LG