თსუ-ს მაღლივი კორპუსის ცენტრალური ბიბლიოთეკის 6 კედელი ქუჩის მხატვრებმა მოხატეს. ყველა ნახატი თავისუფალ თემაზეა შექმნილი.
პროექტი თსუ-სა და ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკოს“ გაკეთებულია.
"ნიკოს" მიზანი არის მხატვრების დახელოვნება დიდ მასშტაბებზე ხატვაში იმისთვის, რომ შემდეგ ქუჩის ე.წ. სტრიტარტ ფესტივალებში მეტ მხატვარს ჰქონდეს მონაწილეობის მიღების სურვილიც და რაც მთავარია, ცოდნა და გამოცდილება.
„ნიკოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, სანდრო კვანტალიანმა გვითხრა, რომ თსუ-ს ბიბლიოთეკის კედლების მოხატვის შემთხვევაში, მხატვრებს მხოლოდ 4 შეზღუდვა ჰქონდათ:
- ნახატი არ უნდა ყოფილიყო რეკლამა;
- მასში არ უნდა ყოფილიყო უწმაწურობა;
- ნახატში არ უნდა ყოფილიყო არც ერთი რელიგიის არც ხოტბა და არც გინება;
- ნახატში არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური შინაარსის.
სანდრო კვანტალიანი ამბობს, რომ ქუჩის მხატვრობის ფესტივალებზე, როგორც წესი, პროტესტის შინაარსის შემცველი ნახატები არ იხატება.
„ამიტომაც არის, რომ მაგალითად, ბენქსი, ასეთ ფესტივალში მონაწილეობას, არასოდეს მიიღებს“, - ამბობს სანდრო კვანტალიანი.
"ნიკო" იყო ინიციატორი ქუჩის ხელოვნების ფესტივალისა "ნიკო 2018", რომელიც შარშან თბილისის მერიამ დააფინანსა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მოხატვის ხარჯები კი ერთ-ერთმა კერძო ფირმამ გაიღო.