Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთათო აქციის მონაწილეებს:  გეკითხათ, იქნებ თავად გთავაზობდით ირაკლის მუსიკას


„როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს სჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო“, - წერს მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე და ასე ეხმაურება რუსთაველის წინ მიმდინარე აქციებზე მისი მეუღლის, მომღერლისა და მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენების ფაქტს.

ქეთათო პოპიაშვილი წერს, რომ ირაკლის მუსიკა, რომელიც თავისი მაშტაბით იმდენად დიდია, დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა კი მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლით, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში ვითარება იძაბება.

„უნდათ საკუთარ ახლომხედველურ მიზნებს მოახმარონ, ფონს გავიდნენ, კაი ტიპებად იგრძნონ თავი. ამის იმდენი მაგალითის მომსწრე ვარ, რომ სათვალავიც ამერია - სხვა და სხვა მარგინალი პარტიების წინასაარჩევნო მარათონების ბიძგის მიმცემ მუხტად გამოუყენებიათ, თქვენ წარმოიდგინეთ და, ნაცისტური წარმონაქმნის ჰიმნიც ყოფილა თურმე, ყოფილი პრეზიდენტების დაბრუნების ერთადერთი იმედიც „მძინარე მზეთუნახავისთვისთვის“ ძილის დამფრთხობიც და რომელიღაც ჩინოვნიკისთვის თვალის ასახვევადაც გაჟღერებულა.

ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს და გვინდა, რომ ცოტათი მაინც უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ, ვიცოდეთ, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული განურჩევლად სქესისა, კულტურული კუთვნილებისა და აღმსარებლობისა და რა თქმა უნდა მიუხედავად სექსუალური ორიენტაციის. გვინდა, რომ ყველანი დაცულად ვგრძნობდეთ თავს. ამაზე ხომ ვთანხმდებით?!" - წერს ქეთათო პოპიაშვილი.

პოსტის ქვეშ ბევრი კრიტიკული კომენტარი დაიწერა. ერთ-ერთი მომხმარებელი ქეთათოს უწერს:

„ირაკლის "საქართველოს" ტექსტი და მელოდია არის ზუსტად, თითქმის ერთი-ერთში, ის რასაც ეხლა ყველა აქციის მონაწილე გრძნობს და რაც მათ აერთიანებს. ან ფულის გაკეთება გინდა ამ პროტესტზე, რაც ოკ, მოსულა, მაგრამ მაშინ მორალური მთიდან უნდა ჩამოხვიდე და ხალხის მოძღვრას თავი დაანებო და აღიარო შენი კაპიტალისტური ინტერესები. ან უბრალოდ მართლა ვერ ხვდები ამ სიმღერის შინაარს და მნიშვნელობას ახალგაზრდებისთვის“.

ქეთათოს პასუხი კი ის არის, რომ კარგი იქნებოდა, ირაკლის მუსიკის გამოყენების ნებართვის შესახებ მისთვისაც ეკითხათ.

„იქნებ თავად ვთავაზობდი, უბრალოდ თვლიან, რომ არც უნდა იკითხონ. ეს არ არის კარგი“, - წერს ქეთათო პოპიაშვილი.

XS
SM
MD
LG