Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომიტინგეები: არ დავიშლებით ჩვენი მოთხოვნების შესრულებამდე


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ხალხმრავალი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია:

  • გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია;
  • გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს;
  • დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა აქციის დარბევისას;
  • არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.

აქციაზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდების ჯგუფები თბილისისკენ მოემართებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

აქციაზე სიტყვით არ გამოდიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. გამომსვლელები ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და აქტივისტები არიან.

პარლამენტის შენობის წინ, უკვე მეორე დღეა, მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება.

XS
SM
MD
LG