Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის სამშვიდობო ინიციატივების მიუხედავად ავღანეთში გრძელდება ტერაქტები


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 2 ივნისს რამდენიმე აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანი შეეწირა, ჩვიდმეტი დაიჭრა. იმავე დღეს დანაღმული ავტომობილით მოეწყო აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთში, ღაზნის პროვინციაში, რომლის შედეგად პოლიციის ექვსი თანამშრომელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

ღაზნის იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელმაც უარი თქვა რამადანის დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ავღანეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე.

თალიბები თავის მხრივ აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 40 პოლიციის თანამშრომელი.

ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხიმგებლობა პირველ წუთებში არავის აუღია. ცნობებით, ერთ შემთხვევაში ნაღმი დამონტაჟებული აღმოჩნდა ავტობუსში, რომელსაც თანამშრომლები გადაჰყავდა ქაბულში მდებარე პედაგოგიურ უნივერსიტეტში.

აფეთქების შედეგად დაიჭრა ერთი ჟურნალისტი და უსაფრთხოების ძალების ხუთი წევრი.

XS
SM
MD
LG