უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონი „ლივერპულის“ ტრიუმფით დასრულდა.
მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოს“ არენაზე გამართულ ინგლისურ ფინალში იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა ლონდონის „ტოტენჰემი“ დაამარცხა - 2:0.
ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გაიხსნა - პირველ წუთზე დანიშნული პენალტი მუჰამედ სალაჰმა გამოიყენა. მეორე გოლი კი დივოკ ორიჯიმ გაიტანა, თამაშის 88-ე წუთზე.