საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ მომლოცველთა მსვლელობას, რომელიც სამცხე-ჯავახეთიდან, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან დაიწყო.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, პრეზიდენტთან ერთად, წმინდა ნინოს გზას 60-მდე მონაწილე გაივლის, რომლებიც 42 დღის განმავლობაში ივლიან მცხეთის მიმართულებით და მსვლელობას 12 ივლისს, სვეტიცხოვლობამდე, მცხეთაში დაასრულებენ. ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ, სხვადასხვა ეპარქიის როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.
მსვლელობის დაწყებამდე, პრეზიდენტთან ერთად, ფოკის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.