Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი პირველ ჯერზე ვერ აირჩიეს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის 8 კანდიდატიდან დირექტორობისთვის საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

რამდენიმე წუთში გაიმართება კენჭისყრის მეორე ეტაპი, რომელშიც ოთხი კანდიდატი, მერაბ წულუკიძე, ნათია ზოიძე, ირმა ზოიძე და ბაჩო გურაბანიძე მიიღებს მონაწილეობას.

მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან აპრილში გადააყენა. ნათია კაპანაძეს ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. მისი სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი შეჩერებულიყო. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნათია კაპანაძისთვის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე, უნდობლობის გამოცხადება საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორის, გიგა ჩხარტიშვილმა, რომელმაც ნათია კაპანაძე დაადანაშაულა ბიუჯეტის ერთპიროვნულ და არამიზნობრივ ხარჯვაში, ხელფასების უსამართლო გადანაწილებაში, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობაში, აგრეთვე მაუწყებლის თანამშრომლების დაშინებასა და სამსახურიდან გათავისუფლებაში.​

XS
SM
MD
LG