"ნანა კოსტავა ქალაქის სირცხვილი”, „არა სიძულვილის ენას“,- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ხელში, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისის მერიის წინ, აქციას განაგრძობენ მოთხოვნით; დატოვოს საკრებულო ნანა კოსტავამ.
ნანა კოსტავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან.
ეს ნაბიჯები მოჰყვა ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ არაჰუმანურ პოსტს, რომლითაც მან მიმართა ბლოგერ სალომე ბარკერს, მისი დის, 16 წლის მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, ნანა კოსტავას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ის საკრებულოს.
„პოლიტიკური გუნდის და საკრებულოს გადაწყვეტილებით ნანა კოსტავამ დატოვა დაკავებული თანამდებობა და ის აღარ არის ფრაქციის თავმჯდომარე. მეც პიროვნულად ვურჩიე, რომ მან დატოვოს საკრებულო. იურდიულად ჩვენ არა გვაქს ბერკეტი, რომ მას დავატოვებინოთ საკრებულო. ჩვენ უფლება გვქონდა გადაგვეყენებინა ის თანამდებობოდან. დატოვებს თუ არა ის საკრებულოს, ეს არის მისი გადასაწყვეტი",-. განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.