„საჰაერო ხომალდი, რომელსაც ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს, ქართულ ავიაკომპანიებს არ ეკუთვნის“, - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
AN-12 ტიპის საჰაერო ხომალდი საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ ირიცხება. თვითმფრინავი ეკუთვნის უკრაინულ ავიაკომპანიას („Motor Sich”) რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა”, – იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
მანამდე ინდოეთის სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო ავრცელებდა ცნობას, იმის თაობაზე, რომ საჰარო სივრცის უკანონო დარღვევის გამო ინდოეთის საჰაერო ძალებმა ქართული თვითმფრინავი დააკავეს.
მათივე ცნობით, თვითმფრინავი თბილისიდან ნიუ-დელის მიმართულებით მიფრინავდა ყარაჩის გვალით და ინდოეთის საჰაერო სივრცეში მოხდვა ჩრდილოეთ გუჯარათიდან. თვითმფრინავი საჰაერო სივრცეში წინასწარ დაუგეგმავი პუნქტიდან შევიდა ნაშუადღევს. ჩართული რადარით.
ქართული საჰაერო ხომალდი AN-12 ინდოეთის საჰაერო სივრცეში პარასკევს შევიდა. მას შემდეგ რაც ის ინდოეთის საჰაერო ძალებმა აღმოაჩინეს იძულებული გახდა ფრენა შეეწყვიტა და დამჯდარიყო შემდგომი გამოძიებისთვის.
თვითმფრინავი ინდოეთს მაკონტროლებელი ორგანოს რადიო სიგნალს არ ეხმაურებოდა. ცნობისთანახმად ვინაიდან ამ რეგიონში საფრები მარშრუტები დაკეტილია იქ არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, თვითმფრინავს დაჯდომა აიძულეს.
გამოცემა "ნიუ დელის თანახმად", ადგილზე დაკითხეს თვითმფრინავის პილოტები, ვინაიდან დარღვევა უმნიშვნელო იყო თვითმფრინავიც და მისი პილოტებით გაათავისუფლეს.