Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი: არ გვაქვს საფუძველი შევაჩეროთ „სუხოი Superjet-100"-ის ფრენა


თვითმფრინავის მაწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ ხომალდს შემოწმება გასულ თვეში ჩაუტარდა.
თვითმფრინავის მაწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ ხომალდს შემოწმება გასულ თვეში ჩაუტარდა.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს, რომ არ არსებობს საფუძველი შეჩერდეს „სუხოი Superjet-100"-ის ტიპის თვითმფრინავების ფრენა, იმ ფონზე, როცა გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, რამ აიძულა ერთ-ერთი თვითმფრინავი ავარიულად დაშვებულიყო, რის შემდეგაც მას ცეცხლი მოეკიდა. დაიღუპა 41 ადამიანი.

6 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ევგენი დიტრიხმა განაცხადა, რომ 5 მაისს შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარი კატასტროფისას დაღუპული 41 ადამიანის გვამი ნაპოვნია.

მისი თქმით, სიკვდილს გადაურჩა 33 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი, გადარჩენილთაგან ექვსი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

აეროფლოტის თანახმად, თვითმფრინავი შერემეტიევოდან აფრინდა, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო დაუკონკრეტებელი „ტექნიკური მიზეზების“ გამო. კომპანია აცხადებს, რომ თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა უკვე საფრენ ბილიკზე დაშვების შემდეგ და არა ჰაერში, როგორც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია.

აეროფლოტის რეისის შემსრულებელი თვითმფრინავი შერემეტიევოდან აფრინდა და ჩრდილოეთის ქალაქ მურმანსკში მიეშურებოდა. ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იყო. თვითმფრინავი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავი მკვეთრად ეშვება შერემეტიევოში, შემდეგ დიდი სისწრაფით მიდის საფრენ ბილიკზე, რა დროსაც მისგან შავი კვამლი ამოდის.

ჟურნალისტების მიერ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, შეჩერდება თუ არა ამ ტიპის თვითმფრინავების ფრენა, დიტრიხმა უპასუხა, რომ საამისო საფუძველი არ არსებობს.

საგამოძიებო კომისია აცხადებს, რომ ნაპოვნია ორივე ჩამწერი აპარატი. კომისიის პრესმდივნის, სვეტლანა პეტრენკოს თქმით, გამომძიებლები კატასტროფის სამ ვერსიაზე მუშაობენ: არასაკმარის კომპეტენციაზე მფრინავებს, დისპეტჩერებსა და თვითმფრინავის შემმოწმებელ ტექნიკოსებს შორის, დაზიანებულ თვითმფრინავსა და ცუდ ამინდზე.

აეროფლოტის თანახმად, თვითმფრინავი შერემეტიევოდან აფრინდა, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო დაუკონკრეტებელი „ტექნიკური მიზეზების“ გამო. კომპანია აცხადებს, რომ თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა უკვე საფრენ ბილიკზე დაშვების შემდეგ და არა ჰაერში, როგორც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია.

რუსეთის მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მამაკაცი, რომელიც, როგორც იუწყებიან, პილოტი დენის ევდოკიმოვია, ამბობს, რომ თვითმფრინავს ჭექა-ქუხილის დროს მეხი დაეცა, რამაც სისტემები დააზიანა და ხმელეთთან კავშირის გაწყვეტა გამოიწვია.

აუდიოჩანაწერში იკვეთება მოსაზრება, რომ თვითმფრინავის უკან დაბრუნება და დაფრენა წესების თანახმად განხორციელდა, მაგრამ ხომალდს ცეცხლი მიწაზე დაშვების შემდეგ გაუჩნდა.

მგზავრებიც აცხადებენ, რომ თვითმფრინავს მეხი დაეცა. იმ მომენტში მოსკოვის თავზე ჭექა-ქუხილი მართლაც აღირიცხა.

თვითმფრინავების აღმრიცხველი სისტემა Flightradar24 აჩვენებს, რომ თვითმფრინავმა მოსკოვის თავზე ორი წრე დაარტყა და ჰაერში 45 წუთის გატარების შემდეგ დაეშვა მიწაზე.

სოციალური მედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები აჩვენებს მგზავრებს, რომლებიც თვითმფრინავის გასაბერი საევაკუაციო ჩამოსასვლელით ეშვებიან ქვემოთ.

„დაშვება დავიწყეთ და ყველაფერი მყისიერად, უსწრაფესად მოხდა“, - უთხრა გადარჩენილმა მგზავრმა, მარია სიტნიკოვამ, რუსულ მედიასაშუალება „სნობს“.

"პირველი რყევა ძალიან ძლიერი იყო, კინაღამ თვალები გადმომცვივდა. მეორე - შედარებით უფრო სუსტი, შემდეგ - მესამე და შემდეგ - კვამლი. ყველაფერმა წვა დაიწყო“, - ამბობს სიტნიკოვა, რომლის თქმითაც, ის მეათე რიგში იჯდა.

სიტნიკოვა ამბობს, რომ არ შეუმჩნევია პანიკა ან მგზავრთა შორის ჭყლეტა.

თვითმფრინავის უკანა რიგებში მსხდომ მგზავრებს გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდათ.

„ყველას ვეკითხებოდი, მაგრამ თვითმფრინავის უკანა რიგებიდან გადარჩენილები ვერ ვნახეთ. მათ გასვლის არანაირი შანსი არ ჰქონდათ“, - ამბობს სიტნიკოვა.

აეროფლოტი აცხადებს, რომ ეკიპაჟმა „ყველაფერი გააკეთა მგზავრთა გადასარჩენად“ და ევაკუაცია 55 წამში ჩატარდა.

თვითმფრინავის მაწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ ხომალდს შემოწმება გასულ თვეში ჩაუტარდა. პილოტს ამ თვითმფრინავის მართვის 1,400-საათიანი გამოცდილება ჰქონდაო, აცხადებს აეროფლოტი.

ხომალდი მოქმედებაში 2011 წელს შევიდა და მას შემდეგ პერიოდულად ჩნდება შიში მისი უსაფრთხოებისა და სანდოობის შესახებ. 2016 წლის დეკემბერში თვითმფრინავის ფრენები შეჩერდა უკანა ნაწილში დეფექტის აღმოჩენის გამო.

დაღუპულთა ოჯახების წევრებს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიუსამძიმრა, - აცხადებს მისი პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი.

პოსტსაბჭოთა პერიოდში აეროფლოტს მძიმე რეპუტაცია ჰქონდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა მან თანდათან მოახერხა ვითარების გაუმჯობესება და ძირითადად Boeing-ის და Airbus-ის ტიპის თვითმფრინავებს იყენებს, თუმცა სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ამ კომპანიას სულ მცირე 50 Superjet-იც აქვს, რომლებიც ასრულებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებს. Superjet-ს აწარმოებს სახელმწიფო კონგლომერატი United Aircraft Corporation.

ხომალდი მოქმედებაში 2011 წელს შევიდა და მას შემდეგ პერიოდულად ჩნდება შიში მისი უსაფრთხოებისა და სანდოობის შესახებ. 2016 წლის დეკემბერში თვითმფრინავის ფრენები შეჩერდა უკანა ნაწილში დეფექტის აღმოჩენის გამო.

5 მაისის შემთხვევა SSJ100-ის მეორე ავარიაა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 2012 წელს ინდონეზიაში სადემონსტრაციო ფრენისას ამ ტიპის თვითმფრინავი მთას შეეჯახა, რასაც ემსხვერპლა ბორტზე მყოფი 45-ვე ადამიანი.

XS
SM
MD
LG