საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, მიმდინარე წელს ირანის ეკონომიკა შესაძლოა ექვსი პროცენტით შემცირდეს, ინფლაცია კი 40 პროცენტს გაუტოლდეს, იმ ფონზე, როცა ირანი ცდილობს გაუმკლავდეს აშშ-ის მიერ დაწესებულ გამკაცრებულ სანქციებს.
ვაშინგტონმა ნოემბერში აღუდგინა სანქციები ირანის ნავთობის ექსპორტს, მას შემდეგ, რაც აშშ გამოეთიშა 2015 წელს მიღწეულ ბირთვულ ხელშეკრულებას.