Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გარეჯა ჩვენია“ - გიდებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გამართეს


თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან გიდების აქცია გაიმართა.

„დავით გარეჯა არ არის ალბანური კულტურის და რელიგიის კერა! გარეჯა ჩვენია!“ - ამ შინაარსის პლაკატებით მივიდნენ გიდები საელჩოსთან. ისინი მოითხოვენ:

  • მოხდეს ტერიტორიის დემარკაცია;
  • ოფიციალურად გაფორმდეს და დადგინდეს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა.

გიდის, ნინო ჯაფარიძის განცხადებით, არსებობს საზღვრის განმსაზღვრელი მარკირება, თუმცა სადაო ტერიტორიად რჩება ისტორიული დავით გარეჯის ტერიტორია.

„საზღვრის დაახლოებით 30 პროცენტის ბედი გაურკვეველია, ალტერნატიული მიწაც შერჩეულია, როგორც ვიცით, პრობლემას ვაწყდებით გარეჯის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ჩვენი აქციის ვაფიქსირებთ, რომ სხვა სამშობლო გარეჯას არ აქვს საქართველოს გარდა“ - განაცხადა ნინო ჯაფარიძემ.

25 აპრილს, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ გადაადგიელბა შეზღუდეს და იქ არც სასულიერო პირებს უშვებენ. იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მყისიერად მიმართეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელმაც დაკეტილი პუნქტი გახსნა.

XS
SM
MD
LG