საქართველოში ჩამოასვენეს ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის დავით რაზმაძის ცხედარი.
ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახის ახლობლები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
გარდაცვლილის მამიდის ნაზი რაზმაძის ინფორმაციით, აეროპორტიდან ცხედარს გადაასვენებენ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის შემდეგ დავით რაზმაძის ცხედარს თბილისიდან გორში გადაასვენებენ.
23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას 6 იანვრის შემდეგ გაუჩინარდა. 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური სანაპიროზე, გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია.