არა ჰესებს! - ზემომთიან აჭარაში სახალხო მოძრაობა შეიქმნა
მაჭახელის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა დღეს პირობა დადო, რომ არ მიჰყიდის კუთვნილ მიწას ჰესის მშენებელ კომპანიას. მათ სახალხო მოძრაობა წამოიწყეს მდინარე მაჭახელაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ისინი დღეს სოფელ ზედა ჩხუტუნეთში შეიკრიბნენ, ფიცი ხელმოწერებით დაამოწმეს და სახალხო მოძრაობის სამკლავურები გაიკეთეს. მდინარე მაჭახელაზე ჰესის აშენებას კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს. კომპანიის 100% წილის მფლობელია „სილქ როუდ ენერჯი.“ მას მთავრობასთან გაფორმებული აქვს მემორანდუმი. მაჭახელას ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მემორანდუმის გაუქმებას ითხოვს. ისინი შიშობენ რომ ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს ხეობას. 1921 წლის ყარსის შეთანხმების შემდეგ მაჭახელის ხეობაში საქართველო-თურქეთის საზღვარი გავიდა, რამაც ხეობა ორად გაყო. საზღვრისპირა სოფლებს მკაცრად აკონტროლებდა საბჭოთა უშიშროება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი ადგილობრივებმა აქ ტურიზმი განავითარეს.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან