Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელელი პარლამენტარის ვარაუდით, ცენტრალური ბანკი აპირებს ქვეყნიდან 20 ტონა ოქროს გატანას


ვენესუელის პარლამენტის წევრ ხოსე გერას ინფორმაციით, ცნეტრალური ბანკი აპირებს ქვეყნიდან 20 ტონა ოქროს გატანას. დეპუტატის ვარაუდით, ეს შესაძლოა გაკეთდეს კარაკასში ჩაფრენილი, რუსეთის კომპანია „ნორდვინდის“ (Nordwind) კუთვნილი თვითმფრინავით. Boeing 777 სამშაბათს ჩაფრინდა ვენესუელაში, რასაც ხელისუფლება უარყოფს.

„ნორდვინდის“ სამგზავრო თვითმფრინავი ორაშაბათს, მოსკოვის დროით 14 საათზე გაფრინდა კარაკასის მიმართულებით. რუსეთის გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ თვითმფრინავში მგზვრები არ ყოფილან.

ინტერნეტპორტალ Flightradar-ის მონაცემებით, კარაკასში დაჯდომის შემდეგ თვითმფრინავი არ აფრენილა (რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, რეისის შესახებ მონაცემები შესაძლოა, დაფარული, ან წაშლილი იყოს). სამშაბათს მას სურათები გადაუღეს კარაკასში, სიმონ ბოლივარის სახელობის აეროპორტში.

ვენესუელის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კარაკასში არ ჩაფრენილა არანაირი თვითმრინავი რუსეთიდან. მანვე უარი თქვა კომენტარზე ოქროს გატანის გეგმაზე გამოთქმული ვარაუდის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო "ბლუმბერგი" თავის წყაროზე დარყდნობით იუწყება, რომ ვენესუელის ცენტრალურმა ბანკმა მართლაც მოამზადა 20 ტონა ოქრო. ასეთი წონის ძვირფასი ლითონის ღირებულება 840 მილიარდ დოლარს აღწევს და, „ბლუმბერგის“ თანახმად, ვენესუელის ოქროს მარაგის 20%-მდეა.

XS
SM
MD
LG