მსახიობ რეზი ნასიძეს, რომელიც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სახელობის მრავალპროფიალიანი კლინიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის ჯანმრთელობის განხზრახ მსუბუქად დაზიანებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა აკად. ვახგანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გამართულ პროცესზე გამოაცხადა.
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი, სასამართლოს ნაცვლად, გაიმართა კლინიკაში, სადაც რეზი ნასიძე პნევმონიის დიაგნოზითაა მოთავსებული.
ნასიძის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
რეზი ნასიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.