ოკუპაციის "ოროთახიანი" მუზეუმი ლანჩხუთში
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ორი ოთახი ოკუპაციის მუზეუმისთვის გამოყვეს და სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად იქ ოკუპაციის მუზეუმი მოაწყვეს. "ოროთახიან" მუზეუმში ინახება როგორც 1921 წელს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა, ასევე აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილეთა ამბები და კიდევ, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, რომელიც ოკუპაციის მუზეუმს ოჯახმა გადასცა. ოკუპაციის მუზეუმის იდეის ავტორი ლადო აფხაზავა უკვე წლებია გურიის სხვადასხვა სოფლის სკოლაში ასწავლის ბავშვებს. არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და ახლა იბრძვის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან