ცახი ქვემო რაჭის მაღალმთიანი სოფელია, სადაც დღეს ოცამდე გლეხი ცხოვრობს. წლებია, იქ ახალი ოჯახი არ შექმნილა და არც ბავშვი დაბადებულა. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა კაცების უმრავლესობა უცოლოა, ცახში აღარც ახალგაზრდა ქალები შემორჩნენ - ისინი ქალაქში გადაიხვეწნენ, ზოგი სასწავლებლად, ზოგიც სამუშაოდ.