Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: 1 777 800 ლარის ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარზე დაიხარჯება


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო აქტივობებისთვის გამოყოფილი 1 777 800 ლარიდან ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარზე დაიხარჯება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განმარტა, რომ „ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, ტენდერით ვერ მოხდებოდა“, ამიტომ ჩატარდა „გამარტივებული შესყიდვა“.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს თანხა დაიხარჯება 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებლის, 270 მომსახურე პერსონალის ხელფასზე, ასევე, საახალწლო ატრიბუტიკის, 50-მდე კონცერტისა და გალაკონცერტის მოსამზადებელ სამუშაოებზე.

საახალწლო სოფელი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 28 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე გაიხსნება და იქ სხვადასხვა ღონისძიებები 13 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო გალაკონცერტი კი თბილისში 31 დეკემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG