Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: კირკიტაძის საქმეზე სტრასბურგამდე მივალთ


გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მივიდა. მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, ოპოზიცია დავით კირკიტაძის საქმეს სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივრებს.

„დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ“, - უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ. ოპოზიციის ლიდერის თქმით, ისინი დაელოდებიან ბრალის წაყენებას და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, საქმეში „კვალიფიციური იურისტების რაზმი ჩაერთვება“ და სამართლებრივი ბრძოლა გაგრძლდება.

გრიგოლ ვაშძის თქმით, გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმის აზრს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ოპოზიცია მოითხოვს კანონმა ყველას მიმართ თანაბრად იკანონოს.

გურჯაანის სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს დაკავებული დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. კირკიტაძეს ბრალს თელავში წაუყენებენ. ოპოზიცია აქციაზე დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვს. დავით კირკიტაძე კახეთში 17 დეკემბერს დააკავეს.

XS
SM
MD
LG