Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ჟურნალმა „ეკონომისტმა“ სომხეთი დაასახელა "წლის ქვეყნად"

ჟურნალმა „ეკონომისტმა“ სომხეთი დაასახელა "წლის ქვეყნად"


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

ლონდონში დაფუძნებულმა ავტორიტეტიანმა გამოცემა „ეკონომისტმა“ სომხეთი დაასახელა "წლის ქვეყნად". ჟურნალის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანას მიეცა „დემოკრატიისა და განახლების შანსი“ საპროტესტო გამოსვლის შედეგად მთავრობის მშვიდობიანად შეცვლის შემდეგ.

როგორც „ეკონომისტი“ აღნიშნავს, ყოფილი გამომძიებელი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პარლამენტარი ნიკოლ ფაშინიანი „კანონიერი და სწორი“ გზით მიიყვანა ხელისუფლების სათავეში კორუფციითა და არაკომპეტენტურობით აღშფოთებამ.

9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის ალიანს „ჩემ ნაბიჯს“ ერგო ხმების 70 პროცენტზე მეტი.

გამოცემა იქვე აღნიშნავს, რომ სომხეთს კვლავაც არ მოუგვარებია მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან უთანხმოება, რომელიც, შესაძლოა კვლავ „აალდეს“.

„ეკონომისტი“ 2013 წლიდან ასახელებს „წლის ქვეყანას“. ასეთად მიიჩნევენ ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად გაუმჯობესდა 12 თვის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG