Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელიას თქმით, ოპოზიციამ კანონი დაარღვია


ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, ეს იყო კანონის დარღვევა, - ასე შეაფასა გაერთიანებული ოპოზიციისა და მის მხარდამჭერთა ქმედებები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ. მან საგანგებოდ ახსენა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკანორ მელია.

„ეს იყო აშკარად დესტრუქციული და ძალიან პროვოკაციული საქციელი პარლამენტის წევრის მხრიდან, პირველ რიგში მელიას ვგულისხმობ, რომელიც კანონმორჩილების მაგალითს უნდა აჩვენებდეს სხვებს და ეს იყო სწორედ მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრი. მე მინდა, მადლობა ვუთხრა კუპატაძეს და იმ პოლიციელებს, რომლებიც იქცეოდნენ ღირსეულად და ამ პროვოკაციას არ აყვნენ,“- განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდათ.

ეკა ბესელიას თქმით, როდესაც დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მას უკლებლივ ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს. „ყველას გადაადგილება იზღუდება, როდესაც არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც გულისხმობს, აკეთო ყველაფერი და იარო ისე, როგორც გინდა. ყველაფერს აქვს თავისი წესი, კანონი და ჩვენ ყველას გვაქვს ასეთი შეზღუდვები ყველგან. არსებობს გარკვეული ბარიერები... რატომ ვიღებთ საშვებს?! რატომ გავდივართ გარკვეულ პროცედურებს იქ შესასვლელად, სადაც განსაკუთრებული რეჟიმია?! იმიტომ, რომ არის ზოგჯერ გამონაკლისი წესები და ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ეს იყო კანონის დარღვევა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

XS
SM
MD
LG