Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდში აქცია გამართა


აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს და დაყარეს კარტოფილი და ხახვი.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს და დაყარეს კარტოფილი და ხახვი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი აპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც თელავში დღეს გაიმართება. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს და დაყარეს კარტოფილი და ხახვი. როგორც განმარტეს, ეს იმის ნიშნად, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლები ხახვით და კარტოფილით მოისყიდა. აქციის მონაწილეები სასტვენებით აპროტესტებდნენ ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვებას.

მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „არა სალომეს“, „სტოპ რუსეთს“, „ქართული ოცნება კლავს“. ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე შეეცადა შესულიყო გუბერნიის შენობაში და კარტოფილი და ხახვი გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთვის, რომელიც მისი მტკიცებით შენობაში იმყოფება. თუმცა ამის საშუალება არ მისცა პოლიციამ.

XS
SM
MD
LG